"ერთობით შევქმნათ ცოცხალი ჯაჭვი - არა რუსულ კანონს" | ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ერთობით შევქმნათ ცოცხალი ჯაჭვი - არა რუსულ კანონს" - ბათუმში დღეს, 18:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსა" რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს გამართავს.

"11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა - რუსულ კანონს.

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები.

გელოდებით - დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

#გელით ყველას ნურიგელის ტბასთან, 18:00 საათზე.

თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა," - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი