ანა სუბელიანი: 73 წლის მამა მიცემეს!

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 73 წლის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სუბელიანის თქმით, იცის ვინ იყო თავდამსხმელი.

"ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი ვინც ცემა და აქედანვე ვეუბნები, დედას მოვუ**ნავ!!!" - წერს სუბელიანი და ფოტოს ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ამისა, უცნობი პირები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებს, მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან ბავშვებს. 

თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან, მედიაორგანიზაციების ოფისებთან, ჩნდება პოსტერები და წარწერები, რომლებიც შეურაცხმყოფელი შინაარსისაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი