მეცინებოდა ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული კაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ | მოქალაქე სამართალდამცავების მიერ ცემაზე

გამოქვეყნდა:

ამბავი იყო ესე:

ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაერათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტო რო ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რო შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან. ბოლოს ალბათ მივხდნენ რო სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რო მე არ გავიწეოდი, ამიტო დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ - ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის პაძელნიკს ეუბნება " ეს დედამო**ნული თუარ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო". დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რო ვთქვა, უბრალოდ არ მინდა ეგონოთ რო მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.

ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მემგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ და ასჯერ რო მცემეს მერე ავტობუსთან რო დავდექი კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ ვინმე უფრო მაგრა მაგინებდა შგნიდან, მაგაზე დავცინი ვიდეოში. 

ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან სად არიან და რას ემსახურებიან და გონიათ რო კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე როგორც ეს ერთამენთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა ეხლა რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რო არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.

ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ!".

წერს მოქალაქე ირაკლი წიგნაძე, რომელსაც სამართალდამცავები გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი