
დღეს, 19:00 საათზე თბილისში დაგეგმილ ევროპის მარშს რეგიონებიდანაც უერთდებიან - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან.
"დღესაც ვიკრიბებით ქუთაისელი აქტივისტები და შევუერთდებით საერთო მსვლელობას, რომელიც დაგეგმილია თბილისში, საღამოს 7 საათზე, ვრჩებით თბილისში, დავესწრებით ხვალინდელ ღამისთევას - გაათენე საქართველოსთვის და ორშაბათს დილით დავხვდებით პარლამენტარებს და შევეცდებით დავანახოთ ჩვენი პროტესტი", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციას სხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.