
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება ევროპის ქვეყნებშიც. ქართველი ემიგრანტები უცხოეთიდან უერთდებიან საქართველოში მიმდინარე პროტესტს და ანტირუსულ აქციებს მართავენ. ისინი დღეს ბერლინსა და პრაღაში შეიკრიბნენ და "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ემიგრანტები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებიან ყველაფერს რუსულს.
ბერლინში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ქალაქის ქუჩებში დღეს მსვლელობაც მოაწყვეს.
