მეტრო 300 არაგველიდან ევროპული მარში დაიწყო | მსვლელობა ევროპის მოედნისკენ მიემართება

გამოქვეყნდა:

მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობა უკვე დაიწყო. ევროპული მარშის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. 300 არაგველზე დღეს პარტია "ახალის" წევრები შეიკრიბნენ და მოქალაქეებთან ერთად ფეხით გაივლიან გზას დანიშნულების ადგილამდე.

300 არაგველის გარდა, აქციის მონაწილეები იკრიბებიან მარჯანიშვილის მოედანსა და რესპუბლიკის მოედანზე. მსვლელობები აღნიშნული ლოკაციებიდანაც ევროპის მოედნის მიმართულებით დაიწყება. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ - არა რუსულ კანონს.

მეოთხე ლოკაცია კი საიდანაც მსვლელობა შედარებით ადრე დაიწყო, "ექსპო ჯორჯიაა". იქიდან დღეს მშობლების მარში დაიწყო ლოზუნგით - "რაც შვილებს უნდათ". მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ იქიდან კი ერთად გეგმავენ მსვლელობას ევროპის მოედნისკენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი