კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა თსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს:
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს.
ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ. რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა" ნათქვამია განცხადებაში.
დღეს თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან რუსული კანონის პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ. მათ ლექტორებსა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც მოუწოდეს იგივე ქმედებისკენ.