
"დედა არ ინერვიულო.... დედა ყველაფერი კარგად იქნება... შვილო გამეცი პასუხი გარბევენ? როგორ ხარ დედი, ისევ აქციაზე ხარ?" - ეს ჯენზისა და მათი მშობლების ბოლო 1 თვის მიმოწერის მთავარი კითხვა-პასუხია; მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა ალბათ იმ დედებისა და მამებისთვის აქციების პირდაპირ ეთერში ყურება, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობენ. ვისაც მოუწია მძიმე სოციალური ყოფის გამო საქართველოში თავისი ოჯახი დაეტოვებინა და რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით ეძებნა სამსახური, იმისთვის რომ მათ ოჯახებს საარსებო ჰქონდეთ და მძიმე გაჭირვებას თავი დააღწიონ. მშობლების მიმართ ახალგაზრდების მთავარი დაპირება ასეთია: - "დედა არ ინერვიულო, შენ მალე ჩამოხვალ, დაბრუნდები სამშობლოში და ისევ ერთად ვიქნებით".
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე