"ძუნწი ბიძინა"..."აგენტი მამაშენია"... | პროტესტი მუსიკით

გამოქვეყნდა:

რა სიმღერებზე ამღერდნენ ოცნებისგან მოძალადე ჯგუფებად შერაცხული ახალგაზრდები? რუსული კანონის საწინააღმდეგო აპრილ-მაისის აქციებს ფლეი-ლისტი. ჯენზი ირჩევს ეროვნულ და პატრიოტულ მუსიკას.  როდესაც დასაცავია შენი ქვეყანა, როდესაც ხელახლა გასაბჭოების რეალური საფრთხე დგას , აქციებზე ბუნებრივია ისმის პოლიტიკური შინაარსის სიმღერებიც, შარჟიც და ცოტა იუმორიც. ტექსტებში იკითხება პოლიტიკური გზავნილები, კრიტიკა ხელისუფლებისა და ოცნების ლიდერების მიმართ. ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფის საპასუხოდ კი ამბობენ, რომ ახალგაზრდები  აგენტები არ არიან და რომ ამ იარლიყით სიარულს არავინ აპირებს. არაერთი სიმღერა თუ ჯგუფის მიერ დაწერილი მუსიკა ხელახლა გაჰიტდა. გავა წლები და ეს მუსიკაც  გაგვახსენდება, როგორც ერთიანობის, ერთად დგომისა და გამარჯვების სიმბოლო.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი