ევროპის მოედნიდან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა | რუსთაველი გადაკეტილია

გამოქვეყნდა:

ევროპის მოედნიდან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. ადგილზე ძირითადად ახალგაზრდები იმყოფებიან. საავტომობილო გზა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, ევროპული მარში დედაქალაქში დღეს ერთდროულად 4 ლოკაციიდან დაიძრა და საბოლოოდ, ევროპის მოედანზე დასრულდა. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი არ წყდება. ხვალ, საღამოს 10 საათიდან მოქალაქეები პარლამენტთან გაათევენ ღამეს და ორშაბათ დილით დანიშნულ საკომიტეტო მოსმენას პროტესტით შეხვდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი