გავათენოთ საქართველოსთვის | აქციის მონაწილეები 12 მაისს, 22:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"გავათენოთ საქართველოსთვის" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დღეს, 12 მაისს საღამოს 22 საათიდან პარლამენტთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათევენ და პროტესტით შეხვდებიან ორშაბათს დაანონსებულ საკომიტეტო მოსმენას.

13 მაისს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 

"საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.
ყველა, ვინც ვირჩევთ საქართველოს ევროპაში და არა-ს ვეუბნებით რუსულ კანონს – 12 მაისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.
რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ.
ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი