"ვუერთდებით პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში" | "ალტე" უნივერსიტეტის თვითმმართველობა

გამოქვეყნდა:

"ვუერთდებით პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში", - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებას, რომლის თანახმადაც ისინი ქვეყანაშ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასწავლო პროფესს წყვეტენ, "ალტე" უნივერსიტეტის თვითმმართველობაც უერთდება.

"ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებლო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა - სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული და სწრაფვა ევროპული მომავლისაკენ.

უკანასკლელ დღეებში, და არა მარტო, განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მთავარ, მრავალსაუკუნოვან, ეროვნულ მისწრაფებას, - ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი ნაწილი, საფრთხე შეექმნა. ალტეს თვითმმართველობა ყოველთვის იდგება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, შესაბამისად ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში", - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მაისს, თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან რუსული კანონის პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენმათ ლექტორებსა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც მოუწოდეს იგივე ქმედებისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი