გორის ცენტრში მოზარდი ძაღლმა დაკბინა. დაშავებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც მისი ოჯახის წევრები ყვებიან, მიმდებარედ მცხოვრები ოჯახის ძაღლი აგრესიულია და სხვა დროსაც არაერთი ადამიანი დუკბენია. მეზობლებმა ძაღლის პატრონის მიმართ სასამართლო დავაც კი მოიგეს, თუმცა მათ დახმარებას ვერავინ ახერხებს.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.