სტუდენტების გაფიცვას საბაუნის თვითმმართველობაც უერთდება

გამოქვეყნდა:

სტუდენტების გაფიცვას საბაუნის თვითმმართველობაც უერთდება - განცხადებას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

სიამაყით ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას და ვიწყებთ გაფიცვას. ახლა ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ვიყოთ - რუსთაველია. ორშაბათიდან არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში. 
აღნიშნულით, გვსურს მკაფიოდ გამოვხატოთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთიანობა და სწრაფვა ევროპისკენ და ამ ნების გამოსახატად გამოსული ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევებს, დაშინებებსა და დაკავებებს ჩვენი საერთო, სტუდენტური ხმით დავუპირისპირდეთ, - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი