"ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ განცხადებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 150-მდე პროფესორ-მასწავლებელი ავრცელებს.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი.
ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.
აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს." - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სოფიო შამანიდი - პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე
- ნინო ლაპიაშვილი - თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ლექტორი
- ლევან გორდეზიანი - პროფესორი
- ირა ტატიშვილი - პროფესორ
- იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი
- ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი
- თორნიკე თურმანიძე - პროფესორი
- კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი
- ეკატერინე ქუთათელაძე - მოწვეული ლექტორი
- სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ-პროფესორი
- ლადო ნაფეტვარიძე- ასისტენტ-პროფესორი
- მამუკა კომახია - მოწვეული ლექტორი
- ჟანა სირბილაძე - მოწვეული ლექტორი
- ირაკლი სირბილაძე - მოწვეული ლექტორი
- გიორგი არქანია - მოწვეული ლექტორი
- თამთა ლომთაძე - მოწვეული ლექტორი
- ლაშა ხეცურიანი - მოწვეული ლექტორი
- ნინო სამსონია - ასოცირებული პროფესორი
- ლაშა შაყულაშვილი - მოწვეული ლექტორი
- სალომე ხვედელიძე - მოწვეული ლექტორი
- ლელა ალექსიძე - პროფესორი
- ქეთი ცინცაძე - მოწვეული ლექტორი, კონსულტანტი
- თამთა ჩხაიძე - მოწვეული ლექტორი
- გვანცა ტუღუში - მოწვეული ლექტორი
- ემირ ეთერია - მოწვეული ლექტორი
- თამარ ქარსაულიძე - მოწვეული ლექტორი
- ნიკოლოზ ტაბატაძე - მოწვეული ლექტორი
- თეკლა გაბუნია - მოწვეული ლექტორი
- ქეთი ჩოქური - მოწვეული ლექტორი
- მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ პროფესორი
- ელისაბედ ბუსხრიკიძე - მოწვეული ლექტორი
- ელენე გოგიაშვილი - ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ბადრიძე - მოწვეული ლექტორი
- გუბაზ ლეთოდიანი - მოწვეული ლექტორი
- გიორგი ლაბაძე, მოწვეული ლექტორი
- გურანდა თეთრაძე, მოწვეული ლექტორი
- Ნათია სორდია, ასისტენტ პროფესორი
- ანა ჩიტალაძე - მოწვეული ლექტორი
- კახა გაბუნია, ასოცირებული პროფესორი
- ამირან ბერძენიშვილი- პროფესორი
- ეკა ლეკაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სამრეწველო კვლევის ცებტრის პროფესორი
- თორნიკე ჩიხლაძე - მოწვეული ლექტორი
- თეა ქამუშაძე - მოწვეული ლექტორი
- ელისო ჭელიძე - მოწვეული ლექტორი
- Ქეთევან ხუსკივაძე- განათლების მეცნიერებების დოქტორი, ენების ცენტრის მასწავლებელი.
- თინათინ ბანძელაძე, მოწვეული ლექტორი.
- ირაკლი ალიმბარაშვილი - მოწვეული ლექტორი
- Ნინო წულაია, ასისტენტ-პროფესორი
- მაკა ერაძე - თსუ ყოფილი მოწვეული ლექტორი, კონსულტანტი. ლ'აკვილას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იტალია.
- Ნათია ნოზაძე -მოწვეული ლექტორი
- დავით ქაშიაშვილი - მოწვეული ლექტორი
- გიორგი გოგუაძე - მოწვეული ლექტორი
- ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი
- თამარ ამაშუკელი - მოწვეული ლექტორი
- შალვა ჩიხლაძე - მოწვეული ლექტორი
- გიორგი ჭუმბურიძე - მოწვეული ლექტორი
- ნათია ფარცხალაძე - ასოცირებული პროფესორი
- ნინო გამხარაშვილი - მოწვეული ლექტორი
- ლელა ჯეჯელავა - მოწვეული ლექტორი
- მანანა ფხაკაძე - ასოცირებული პროფესორი
- ქეთევანი მაკარაძე - მოწვეული ლექტორი
- სალომე ნამიჭეიშვილი - ასოცირებული პროფესორი
- გრიგოლ ჩხაიძე - მოწვეული ლექტორი
- თამარ მახარაძე - ასოცირებული პროფესორი
- კოტე ლომიძე - მოწვეული ლექტორი
- სალომე ჭიჭინაძე - მოწვეული ლექტორი
- გვანცა სალუქვაძე - მოწვეული ლექტორი
- ნიკა გიგაური - მოწვეული ლექტორი
- თეიმურაზ პაპასქირი - პროფესორი
- თამარ ბელქანია - ასიატენტ-პროფესორი
- ნინო ნუცუბიძე - მოწვეული ლექტორი
- მარიამ გერსამია - პროფესორი
- ეკატერინე ბასილაია - მოწვეული ლექტორი
- გიორგი ვახტანგაშვილი - მოწვეული ლექტორი
- რუსუდან სირბილაძე - ასოცირებული პროფესორი
- ანა მამალაძე - მოწვეული ლექტორი
- ივანე წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
- Ნინო ჩიქოვანი - პროფესორი
- ირაკლი ჩხაიძე - ასოცირებული პროფესორი
- ქეთევან კაკიტელაშვილი - ასოცირებული პროფესორი
- დავით გალაშვილი - მოწვეული ლექტორი
- ია ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი
- Მარიამ ბერიძე - მოწვეული ლექტორი
- Ქეთევან გოჩიტაშვილი - ენების ცენტრის მასწავლებელი
- Ანა ჩიქოვანი - ასოცირებული პროფესორი
- Ნინო დიანოსიძე - მეცნიერ-მკვლევარი
- თათია მთვარელიძე - მოწვეული ლექტორი
- გიორგი ჭეიშვილი - მოწვეული ლექტორი
- Ნანა საგანელიძე - მოწვეული ლექტორი
- Მარინე გარიშვილი - ასოცირებული პროფესორი
- თამარ ალექსიძე - ლექტორი, აკადემიური პერსონალი
- Ნუგზარ სურგულაძე - პროფესორი
- ლელა ლეჟავა - მოწვეული ლექტორი
- Ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი
- Მარიამ რუხაძე - მოწვეული ლექტორი
- თამარ აფციაური - ასისტენტ-პროფესორი
- Მაგული შაღაშვილი - მოწვეული ლექტორი
- ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ცერცვაძე - ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ბერიძე - მოწვეული ლექტორი
- Სოფიო გულიაშვილი - მოწვეული ლექტორი
- Ნანა საგანელიძე - მოწვეული ლექტორი
- ლიკა კვინჩია - მოწვეული ლექტორი
- Ზურაბ ტატანაშვილი - მოწვეული ლექტორი
- Გიორგი წოწკოლაური - მოწვეული ლექტორი
- კახაბერ ყალიჩავა - მოწვეული ლექტორი
- გიორგი ბენაშვილი - მოწვეული ლექტორი
- იოსებ სალუქვაძე - პროფესორი
- Მიხეილ ბარნოვი - ასოცირებული პროფესორი
- ლილი ხეჩუაშვილი - ასოცირებული პროფესორი
- ოთარ აბესაძე - მოწვეული ლექტორი
- Მარიამ ჭანჭალეიშვილი - მოწვეული ლექტორი
- ირმა ბებერაშვილი - მოწვეული ლექტორი
- Ნიკო ქელბაქიანი - მოწვეული ლექტორი
- Ზანდა ჩეჩელაშვილი - მოწვეული ლექტორი
- Ანნა ცანავა - მოწვეული ლექტორი
- Ნარგიზა არჯევანიძე - მოწვეული ლექტორი
- Მაგული შაღაშვილი - მოწვეული ლექტორი
- ია აფთარაშვილი - ასოცირებული პროფესორი
- გიგა კარაპეტიანი - მოწვეული ლექტორი
- ლენა(ელენე) ჯაჯანიძე-განათლების მეცნიერებების დოქტორი, მოწვეული ლექტორი
- გვანცა ლაშხია - მოწვეული ლექტორი
- Მიხეილ ქართველიშვილი - მოწვეული ლექტორი
- თინათინ დადიანიძე - მოწვეული ლექტორი
- ფიქრია ვარდოსანიძე - მოწვეული ლექტორი
- სოფიკო ალავერდაშვილი - მოწვეული ლექტორი
- ლაშა ბრეგვაძე - პროფესორი
- თამარ ქარაია - ასოცირებული პროფესორი
- Მაია ბარქაია - მოწვეული ლექტორი
- ფიქრია ვარდოსანიძე - მოწვეული ლექტორი
- თეა ქარჩავა - ასოცირებული პროფესორი
- თინათინ დოლიძე - პროფესორი
- ქეთევან ხოხიაშვილი - მოწვეული ლექტორი
- ლაშა ხოჯანაშვილი - მოწვეული ლექტორი
- Მარინა ბერიძე - მოწვეული ლექტორი
- Ნინო ტალიკაძე - მოწვეული ლექტორი
- თეა კაველიძე - მოწვეული ლექტორი
- Მარი ხუხუნაიშვილი - ინგლისური ენის ლექტორი
- Მარი ციცქიშვილი - მოწვეული ლექტორი
- Ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
- ჟირონ ხუჯაძე - ასისტენტი
- გიორგი მელიქიძე - ასისტენტ-პროფესორი
- თათია მემარნიშვილი - მოწვეული ლექტორი
- Სოფიო გუგუნავა - მოწვეული ლექტორი
- ანა გოგუაძე - მოწვეული ლექტორი
- თეონა გელაშვილი - მოწვეული ლექტორი
- ქეთევან მუხიგული - მოწვეული ლექტორი
- ქეთევან ეფაძე - მოწვეული ლექტორი.
ხელმომწერთა სია განახლებადია.