თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანების და საპოლიციო ძალების მობილიზებაა

გამოქვეყნდა:

თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზეა წყლის ჭავლის და ხმოვანი, გამაფრთხილებელი სიგნალის მანქანებიც. მოედანზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფებიც, მათ შორის რობოკოპების ათზე მეტი მანქანა. 

რობოკოპები აღჭურვილი არიან წიწაკის სპრეითა და მხუთავი აირის კაფსულების შესაბამისი იარაღით. ანალოგიური ვითარებაა პარლამენტის მიმდებარედ და შიდა ეზოში. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარედ 12 მაისის 22:00 საათიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-ღამისთევა მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი