პოლიცია საკვებით სავსე მანქანას ინგოროყვას ქუჩიდან პარლამენტამდე მისვლის საშუალებას არ აძლევს | პოლიციის განმარტება

გამოქვეყნდა:

პოლიცია საკვებით სავსე მანქანას ინგოროყვას ქუჩიდან პარლამენტამდე მისვლის საშუალებას არ აძლევს - ვაჟა სირაძე ამასთან დაკავშირებით "მთავარ არხთან" ამბობს: "არ ვიცი სად დგას. არ ვიცი, თუ საკვების მანქანა შემოვიდა, ეხლა შემოვუშვით ჭანტურიას ქუჩიდან ამოვიდა საკვების მანქანა და ახლაც თუ დგას, დაველაპარაკებით, გავერკვევით და პრობლემა არ ჰქონია. შემოვატარეთ ყველგან, სადაც... შეიძლება ორი წუთი შეყოვნდა. გადმომცეს, ნახევარი საათის წინ შემოვიდა, პრობლემა არ არის... გავარკვევთ". 

მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე გამოაცხადეს, აქციის მონაწილეების ნაწილი ჩიტაძე-ინგოროყვას კვეთაზე ავიდა, მანქანას კორიდორი შეუქმნა და რუსთაველზე ჩასვლის შესაძლებლობა მისცა.

აქციის მონაწილეები პოლიციას შეძახილებით შეხვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი