ამ წუთებში პოლიცია პარლამენტის უკანა მხრიდან, ასევე გვერდითა შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიიდან მშვიდობიან მომიტინგეებს ძალის გამოყენებით ატოვებინებს ტერიტორიას. ადგილიდან გაჰყავთ მედიის წარმომადგენლებიც.
ჩიტაძის ქუჩაზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც, ეს ქუჩა მოქალაქეებისგან თითქმის მთლიანად "გაათავისუფლეს".
სამართალდამცავები მომიტინგეებს აწვებიან და ცდილობენ ისინი უკან დახიონ. პერიოდულად სიტუაცია იძაბება.
სპეცრაზმი და სპეციალური ტექიკა მობილიზებულია თავისუფლების მოედანზეც.
კადრი: "რადიო თავისუფლების" ლაივიდან.