
სტუდენტების ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. ადგილზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილი, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გეგმავენ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, თუმცა იქამდე ისინი ორბელიანების სასახლესთან შეჩერდნენ. რამდენიმე სტუდენტი რეზიდენციაში, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხვდებიან. მათ პრეზიდენტის პოზიცია აინტერესებთ.
ავტორი: დავით კობიძე