"ვიწყებთ გაფიცვას, ახლა მთავარ გამოცდას ვაბარებთ რუსთაველზე" | GIPA-ს სტუდენტები

გამოქვეყნდა:

"ვიწყებთ გაფიცვას და არ და ვერ დავბრუნდებით აუდიტორებში, ვიდრე რუსულ კანონს არ გაიწვევენ" - განცხადება ამის შესახებ "საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის [GIPA] სტუდენტებმა გააკეთეს.

ახალგაზრდები თანატოლებს, რომლებმაც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან პროტესტი გამოაცხადეს, სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ და ითხოვენ აქციაზე დაკავებული სტუდენტის გიორგი ჟღენტის გათავისუფლებას. 

"წინ ევროპისკენ, ახლა მთავარ გამოცდას ვაბარებთ რუსთაველზე" - აცხადებენ GIPA-ს სტუდენტები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი