"შევიკრიბოთ ხვალ, ოპერასთან მდებარე სკვერში 19 საათზე და შევუერთდეთ სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციას" | კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის მიმართვა პროფესორ-მასწავლებლებს

გამოქვეყნდა:

"შევიკრიბოთ ხვალ, ოპერასთან მდებარე სკვერში 19 საათზე და შევუერთდეთ სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციას", - ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და თსუ-ს მიწვეული ლექტორი მარიამ მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს.

ძვირფასო კოლეგებო, ნებისმიერი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებო, წუხელ, გვიან ღამით, საქართველოს პარლამენტთან, ჩვენი საამაყო სტუდენტების გვერდით ყოფნისას გაგვიჩნდა იდეა, გამოვხატოთ სოლიდარობა, პრინციპულად ვთქვათ ჩვენი სათქმელი ქვეყნის ღირსეული მომავლის, თითოეული მოქალაქის კეთლდღეობის უზრუნველსაყოფად…

ერთხმად ვუთხრათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს - უზრუნველყონ კონსტიტუციით გამყარებული ჩვენი არჩევანი! საქართველო ისტორიულადაც და მომავალშიც იქნება განათლებული, დემოკრატიული, მოქალაქის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყანა - სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს!  

მოდით, შევიკრიბოთ ხვალ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან მდებარე სკვერში 19 საათზე და შევუერთდეთ სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციას - ღიად ვთქვათ ჩვენი სათქმელი!, - წერს პროფესორი, მარიამ მანჯგალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი