
დღეს, 18:30 საათზე BTU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და მარშით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. ორგანიზატორები მოქმედ და ყოფილ პროფესორებს, მოუწოდებენ შეუერთდნენ პროტესტს:
დავიცვათ კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული უფლება და არ გადავუხვიოთ ევროპულ გზას.
"18:30-ზე BTU-ს ყველა სტუდენტს, ლექტორსა და კურსდამთავრებულს გელოდებით ვაკის პარკთან. მითითებულ ლოკაციაზე შევიკრიბებით და დავიძრებით პარლამენტისკენ. გზადაგზა შევჩერდებით, რათა შემოგვიერთდნენ ილიაუნის, კავკასიის, თსუს და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. საბოლოოდ კი გავჩერდებით პარლამენტის წინ და შევუერთდებით საპროტესტო აქციას.
გთხოვთ ყველამ თან იქონიოთ პლაკატები, ბანერები, დროშები
შემოგვიერთდით, ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა მსოფლიოს." ნათქვამია ინფორმაციაში.