ბერიკაშვილის გათავისუფლება ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია | კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები

გამოქვეყნდა:

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ეხმაურებიან უნივერსტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლებას და სოსო ბერიკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. სუტდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.

იხილეთ განცხადება:

"კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გამორჩეული ლექტორისა და ეკონომიკის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.

კავკასიის სტუდენტები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ სოსო ბერიკაშვილს, რომელიც უსამართლო სისტემის მსხვერპლია.

ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ჩვენ ვგმობთ ბატონი კახა შენგელიას გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტს არ ქმნიან ერთეული პირები. უნივერსიტეტს ვქმნით ჩვენ, სტუდენტები!

მოვუწოდებთ კავკასიის უნივერსიტეტის სხვა ლექტორებს, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან ასეთ მნიშვნელოვან დროს: არ დაირღვეს ერთიანობა და ის სულისკვეთება, რომელიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა! თქვენგანაც იმავეს ველოდებით!"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი