"წარწერის გაკეთება უნდოდა, ეს ქვეყანა ჩვენია" | პოლიციამ სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე პარლამენტის ეზოში ძალის გამოყენებით შეიყვანა

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება, ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა. ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც პარლამენტის შენობის თაღებთან იმყოფებოდა, სამართალდამცავები მიუახლოვდნენ და პარლამენტის შიდა ეზოში შეიყვანეს. ის, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეა და ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ უბრალოდ განარიდეს ტერიტორიას. მასთან ერთად წაიყვანეს ჟურნალისტი რატი მუჯირიც, თუმცა ის უკვე თავისუფალია.

აღნიშნულმა აქციის სხვა მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. როგორც "მთავართან" ერთ-ერთი დემონსტრანტი ამბობს, მოზარდს გრაფიტის გაკეთებდა სურდა - "ეს ქვეყანა ჩვენია."

"დაახლოებით 40-50-მდე სამართალდამცავი გამოვიდნენ, ბიჭი გრაფიტს აკეთებდა, წარწერის გაკეთება უნდოდა, ეს ქვეყანა ჩვენია. ჯერ ეუბნებოდნენ ჩამოდიო, არაფერს არ გიზამთო. შემდეგ უკნიდან მიეპარა რამოდენიმე სამართალდამცავი, ჩამოაგდეს ეს ადამიანი. ერთი კიდევ იყო, დახმარებას ცდილობდა. ორივეს მოკიდეს ხელები და გაიყვანეს...წარწერის გაკეთება უნდოდა, ეს ქვეყანა ჩვენია და ეს ქვეყანა მართლა ჩვენია და ამ ადამიანებს არ ვაპატიებთ იმას, რასაც უკეთებს ჩვენს საზოგადოებას უკვე 12 წელია," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კიდევ ერთი მონაწილე კი ამბობს, რომ მოზარდს უბრალოდ ფოტოს გადაღება სურდა და არა წარწერის გაკეთება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი