ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ დააკავეს, ნაცემია. მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ქაცარავა ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.