გამეტებით არის ნაცემი თავის არეში, ყბა-სახის მოტეხილობა აქვს | ქაცარავას მეუღლე

გამოქვეყნდა:

დავით ქაცარავას ყბა-სახის მოტეხილობა აქვს. როგორც მისი მეუღლე, სოფო ხაჭაპურიძე "დღის სტუმრის" ეთერში ამბობს, ქაცარავას კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს:

"საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს თვის არეში, არის გამეტებით ნაცემი კონკრეტულად თავის არეში. ძალიან ბევრი ადამიანი მირტყამდაო დაგეშილებივით. ყბა-სახის მოტეხილობა აქვს" ამბობს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, საპოლიციო ძალებმა ქაცარავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს და სასტიკად სცემეს. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი