"მონა!" | აქციის მონაწილეები მსვლელობით მოსაშვილის ქუჩაზე, ღარიბაშვილის სახლთან მივიდნენ

გამოქვეყნდა:

აქციის მონაწილეები მსვლელობით მოსაშვილის ქუჩაზე, ყოფილი პრემიერმინისტრის და ამჟამად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მივიდნენ. ისინი მის კორპუსთან ცოტა ხნით შეჩერდნენ, სკანდირებდნენ "მონა", რის შემდეგაც მსვლელობა გააგრძელეს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები აბაშიძის ქუჩაზე იმყოფებიან. 

მანამდე ისინი გმირთა მოედნიდან დაიძრნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან გზა ჭავჭავაძის გამზირზე გააგრძელეს და გადაკეტეს.

ისინი მღერიან "ზღაპრის ბოლო კეთილია" და მოსახლეობას, რომლებიც მათ ფანჯრებიდან გულშემატკივრობს, შემოერთებისკენ მოუწოდებენ. 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი და მტკვრის ორივე სანაპირო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი