მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება | განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი უნივერსიტეტებს

გამოქვეყნდა:

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რუსული კანონის საწინააღმდეგოდ ქვეყნის მასშტაბით სტუდენტების გაფიცვასა და უნივერსიტეტების ნაწილში სასწავლო პროცესის შეჩერებას ეხმაურება. უწყება ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან, უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება.

იხილეთ განცხადება სრულად: 

"ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.

არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს. 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა" - წერია განცხადებაში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი