"მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს" | თეატრალურის ლექტორები რექტორის პოზიციას ემიჯნებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ და მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტების პროტესტს:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის." ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • ირმა დოლიძე
  • ანა კვინიკაძე
  • ეკა კიკნაძე
  • ალექსანდრე კობერიძე
  • ლაურა კუტუბიძე
  • მაკა ვასაძე
  • მარიკა მამაცაშვილი
  • ქეთი მაჭავარიანი
  • ლელა ოჩიაური
  • სალომე სხირტლაძე
  • გიორგი რაზმაძე
  • თამარ ცაგარელი
  • ნათია წულუკიძე

ამ განცხადებით ლექტორები ემიჯნებიან რექტორის პოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა განათლების სამინისტროს მოთხოვნას, რომ "პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს"

ცნობისთვის, 14 მაისს გავრცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, მათ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, წერილი საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებს ხელმოსაწერად განათლების სამინისტრომ გადაუგზავნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი