"ცემის პერიოდში უღებდნენ, რომ ვიღაცისთვის ანგარიში ჩაებარებინათ, აი დავალება შევასრულეთო" | როგორია ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გამოქვეყნდა:

დავით ქაცარავას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პოლიციელების ძალადობის შედეგად მას ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და თავზე ჰემატომები აქვს. ექიმებმა ქაცარავასთვის მხედველობის შენარჩუნება შეძლეს. 

"სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული. თვალის ბუდის ძვლები, ყვრიმალი, ზედა ყბის ძვლები...ჩაუდგეს პლატინის ფირფიტები, როგორც ვიცი. ტვინის შერყევა აქვს, თავზე აქვს ძალიან დიდი ჰემატომა. სახეში და თავში აქვს ნარტყამი გამეტებით. არაერთხელ და არაერთი ადამიანის მიერ არის ნაცემი. მადლობა ღმერთს, მხედველობა შეუნარჩუნდა. მარცხენა თვალი ბერვად უფრო დაზიანებულ აქვს და ექიმები ამბობენ, რომ გადარჩა მისი მხედველობა და თვალი. სამიზნე გახდა იმის გამო, რომ არის აქტივისტი, აპროტესტებს რუსეთის ოკუპაციას. ეს ჰგავდა დავალების შესრულებას. ეს არ იყო რიგითი, რომელიმე ხელში მოხვედრილი მომიტინგის დაკავება. ცემის პერიოდში უღებდნენ და განსაკუთრებით მაშინ დაიწყეს გადაღებაო, როდესაც ცხვირიდან სისხლი წასკდა, თვალები შეუშუპდა და გაუჩნდა ნახეთქები. დასისხლიანებული  ფოტოები და ვიდეოები სჭირდებოდათ და განსაკუთრებით მაშინ დაუწყეს გადაღება, რომ ვიღაცისთვის ანგარიში ჩაებარებინათ თითქოს, რომ აი დავალება შევასრულეთო" - ამბობს ქაცარავას მეუღლე, სოფო ხაჭაპურიძე 

შეგახსენებთ, რომ ქაცარავას პირველი სკოლის წინ გდდ-ის წარმომადგენლებმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლის დროს  სცემეს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი