ბათუმში სკოლების მოსწავლეები რუსულ კანონს აპროტესტებენ და მსვლელობას მართავენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ სკოლის მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. ამ წუთებში ისინი მსვლელობას მართავენ, მანამდე კი ცენტრალური პარკის შესასვლელთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ არ უნდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სპეცრაზმი და პოლიციელი უმიზეზოდ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს. მოსწავლეები ამბობენ, რომ მანამდე გააგრძელებენ აქციებს, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტები გამართავენ აქციას. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშთაბით 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი გაიფიცა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი