"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტუდენტება აქცია გამართეს, ისინი აპროტესტებენ მათი უმაღლესი სასწავლების ადმინისტრაციის პოზიციას. ამ უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა სხვადასხვა სასწავლებლების სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. წერილში ნათქვამია, რომ პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
"ჩვენი ხელმძღვანელობა ჩვენგან ძალიან გაიმიჯნა, ხელი მოაწერა ამ განცხადებას, რამაც გამოიწვია ჩვენი პროტესტი, თუმცა IBSU-ს ნებისმიერი სტუდენტი მუდმივად იძახის იმას, რომ IBSU იყო, არის და იქნება ერთი დიდი ოჯახი, ვიდგებით აქ, მანამ, სანამ ჩვენი ხელმძღვანელები არ გაიაზრებენ ჩვენ ხმას, ჩვენ პროტესტს, შესაბამისად ხედავთ, არ დავიშლებით, მოგიწოდებთ ყველას, გამოხვიდეთ, შემოგვიერთდეთ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სტუდენტების თქმით, დღეს მათ ადმინისტრაციასთან შეხვედრაც გამართეს და მიიღეს პასუხი, რომ უნივერსიტეტი პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს.
"დღეს, პროტესტის შედეგად გადავედით, ავედით ადმინისტრაციასთან, უშუალოდ პრორექტორს მივმართეთ, გავაცანით რა არის ჩვენი პროტესტის მიზანი, და მათგან მივიღეთ პასუხად, რომ ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებენ. ჩვენ IBSU-ს სტუდენტები ვფიქრობთ, რომ უკვე საჯარო სივრცეში ხელმოწერის გავრცელება, თუნდაც ოფიციალურ გვერდზე, ჩვენი მომავალი ევოპაშიას განცხადებას, უკვე პოლიტიკური განცხადებაა, ჩვენ აქ ჩაბარებისას ისედაც ვიცოდით, რომ ჩვენი მომავალი ევროპა იყო და არ ვაპირებთ ვინმეს ჩვენი მომავალი დავუთმოთ, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ პოლიტიკურ განაცხადს, ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის, არ ვართ არც ერთი პარტიის ქვეშ, ვართ უბრალოდ სტუდენტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ისევ იბრძვიან საკუთარი მომავლისთვის", - თქვა სტუდენტმა.
სტუდენტები დღეს საერთო მარშსაც შეუერთდებიან.