ქუთაისი-წყალტუბოს საავტოობილი გზაზე სოფელ ბანოჯის მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გააპროტესტეს, გზა გადაკეტეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
როგორც შეკრებილები ამბობენ, სავალი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება და გარესამყაროს არიან მოწყევტილები.
უკვე მესამე აქციას ვატარებთ, არანაირ ყურადღებას არ გვაქცევენ. წყალტუბოს მერიას ვაძლევთ 1-კვირიან ვადას, რომ დაპირებები შეასრულონ და პრობლემები მოგვიგვარონ, - ამბობს აქციის მონაწილე.
ამ დრომდე მმართველ გუნდიდან ბანოჯას მოსახელობას არავინ გამოხმაურებია. დღევანდელ აქციაზე მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.