
თელავში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან სტუდენტები, მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები საჯარო პროტესტს უცხადებენ რუსულ კანონს და ითხოვენ კონსტიტუციის დაცვას. მათი თქმით, ისინი ცდილობენ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში წასვლას ვერ ახერხებენ, შესაძლებლობა მისცენ საჯაროდ გამოხატონ პოზიცია და ამას პერმანენტული სახე მისცენ.
ავტორი: ია გულიაშვილი