წელიწადნახევრის წინ, მთვრალ რუსებთან მოუვიდა კონფლიქტი, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია | ოკმელაშვილის ნათესავი შსს-ს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" ოფისიდან სამართალდამცველებმა ტექნიკა წაიღეს. პარალელურად, უკვე სამი საათია ჩხრეკა გრძელდება კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის საცხოვრებელ სახლში. თავად ოკმელაშვილი კი შსს-მ აქციებში მონაწილეობისთვის დააკავა და პოლიციაზე თავდასხმას ედავება.

როგორც მისი ცოლის ძმა, "დღის სტუმრის" ეთერში ამბობს, მომხდარი სავარაუდოდ სწორედ მათი ოჯახის აქტიურ მონაწილეობას უკავშირდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. მისივე თქმით, შსს-ს განცხადება, რომ ოკმელაშვილი "სხვადასხვა დანაშაულისთვისაა" ნასამართლევი, ტყუილია და ოკმელაშვილი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ერთ -ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს:

"თითქოს მრავალგზის ნასამართლევი გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს - ეს იყო წელიწადნახევრის წინ, როდესაც მთვრალი რუსი ახალგაზრდები ერთ- ერთ ბარში არ იქცეოდნენ წესიერად და საუბრობდნენ რომ საქართველო რუსეთის ნაწილია, მათთან მოუვიდა კონფლიქტი, რის შედეგადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ესა გიორგის ნასამართლეობაზე რაც შემიძლია გითხრათ" ამბობს ოკმელაშვილის ახლობელი გიორგი ჩხეიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი