სტუდენტები გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან. საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნების მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდების აქციას დასავლელი პარტნიორები დღესაც შეუერთდებიან და მათ სიტყვით მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა მსვლელობა მარჯანიშვილიდან დაიწყეს, შემდეგ ფილარმონიასთან კოსტავას ქუჩა გადაკეტეს, საიდანაც გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს.