ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. 

მიზეზი ინტენსიური წვიმის შედეგად გზის ამ მონაკვეთზე ჩასული კლდოვანი მასაა, რომლის გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

უწყება არ აკონკრეტებს რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი