"18 მაისის დილიდან პერმანენტული სახე მიეცემა ჩვენს გამოსვლებს" | აქციების მონაწილეების გეგმები

გამოქვეყნდა:

რუსულო კანონის წინააღმდეგ სტუდენტები  საპროტესტო გამოსვლას დღესაც გეგმავენ. ისინი საღამოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. ხვალ, 17 მაისს კი შესაძლო  პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით, შეკრება არ გაიმართება. 18 მაისიდან კი უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება:  

"ზეგიდან, 18 მაისიდან დილის პირველ ნახევარში პერმანენტული, ყოველდღიური სახე მიეცემა ჩვენს გამოსვლებს  და აქციებს. ვიწვევთ ყველა მსურველს. ზუსტ დროს და ადგილს ყველასათვის ცნობილ Facebook  ჯგუფებში შეგატყობინებთ. დაიდება განცხადება, " - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 

რაც შეეხება ხვალინდელ მარშს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ისინი შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებენ.
ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი