"მათმა სიძულვილმა გამაოცა...იქით მხარეს არის ზიზღი" | გუკა რჩეულიშვილი სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს:

 „მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი
...

ჩემ გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. მას გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ კორდონში. იქით მხარეს არის ზიზღი. თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი“, ამბობს რჩეულიშვილი. 

მისი თქმით, სპეცრაზმელებს სრულად ჰქონდათ დაფარული სახეები და მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც რჩეულიშვილი ამბობს, ძალადობით შეუძლებელია აქციის მონაწილეებს პოზიცია შეაცვლევინონ.

შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე 13 მაისს, დილით ადრე დააკავეს. სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი