"დედაჩემს დაურეკეს, ინერვიულა და შიდა სისხლჩაქცევით კლინიკაშია გადაყვანილი" | სამოქალაქო აქტივისტი მუქარის ზარებზე

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტის, კახა კვეკვესკირის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მუქარის ზარები არ ჩერდება არც მასთან და არც მისი ოჯახის წევრებთან. მისივე ცნობით, ცოტა ხნის წინ დაურეკეს მის დედას, რომელიც ამის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს: 

"დაურეკიათ დედაჩემისთვის 2 საათის წინ, ინერვიულა და შიდა სისხლჩაქცევით რუსთავის კლინიკაშია გადაყვანილი" განაცხადა კვეკვესკირმა "მთავარი არხის" ეთერში.

"დღის სტუმარში" საუბრისას კვეკვესკირი საუბრის რომ მუქარის ზარები და აქციებზე საპოლიციო ძალების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა ერთი სქემის ნაწილია: 

"ერთ ერთი ზარის დროს იყო კონკრეტულად - კახაბერ აქციაზე ნუ დადიხარ, თორემ ამას გიზამთ იმას გიზამთო...ზუსტად იქ, იმ ცემის დროს, მექანიზმი აქვთ შემუშავებული, ზოგი გირტყამს, ზოგი შეურაცხყოფას გაყენებს, ერთ- ერთი პირი მოვიდა ზუსტად იმ სიტყვებით - კახაბერ, ხო გაგაფრთხილეთ, რომ აქციაზე ნუ დადიხარ?! გამახსენდა ის ზარი, რომელიც განხორციელდა 4-5 დღით ადრე" ამბობს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი