
არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ მთავრობას! - ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან სკოლის მოსწავლეები სხვა ახალგაზრდებთან ერთად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.
ისინი ეწინააღმდეგებიან რუსულ რეჟიმს და აპროტესტებენ რუსულ კანონს, რომელიც ხელისუფლებამ მესამე მოსმენით მიიღო. მათი თქმით, ისინი თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ და რუსული რეჟიმის დამყარებას არ დაუშვებენ.
ბათუმში უკვე მესამე დღეა სხვა ახალგაზრდებთან ერთად რუსულ კანონს აპროტესტებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებიც. მათ დღეს მშობლებიც შეუერთდნენ. ამბობენ, რომ ვერ დაუშვებენ შვილების აქციაზე მარტო დგომას, ვინაიდან უკვე დაწყებულია რეპრესიები.
ავტორი: თეა ვაშალომიძე