რუსი პროპაგანდისტები თბილისში, აქციებზე პროვოკაციებს აწყობენ | ოკუპაციის შესახებ კანონდამრღვევები ქვეყანაში შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

რუსი პროპაგანდისტი ბლოგერი, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთგზის აქვს დარღვეული,  თბილისში შეუზღუდავად მოგზაურობს და საპროტესტო აქციებზე ვითარების პროვოცირებას ცდილობს. ალექსი ჩერკასოვი რამდენჯერმე მივიდა აქციაზე, სცადა რუსეთის დროშის გაშლა, სვამდა პროვოკაციულ შეკითხვებს და ცდილობდა რუსეთის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას. 

პარალელურად, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას აქტიურად აშუქებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია "ზვეზდას" გადამღები ჯგუფი. 

პუტინის პროპაგანდისტები აქციებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. პუტინის რუპორები უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ ანტირუსულ აქციებზე მათ აგრესიით ხვდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი