
ზუგდიდის ქუჩებში აქცია-მსვლელობა გაიმართა. მონაწილეები ხელისუფლების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს საშუალება აამოქმედოს კანონი და მასშტაბური აქციების შედეგად, იძულებული უნდა გახდეს, რომ ის უკან გაიწვიოს.
აქციის მონაწილეებმა ევროპარლამენტარებს, ამერიკელ და სხვა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდეს დროულად გადაწყვიტონ იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ქვეყნის საგარეო კურსს ცვლიან.
ავტორი: ემა გოგოხია