მარნეულის საბავშვო ბაღის პერსონალს დღევანდელ მსვლელობაზე წასვლას აიძულებენ და "ოცნების" აქციაზე მონაწილეობისთვის აღებული პრემიის ჩამოჭრით ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

ბაგა-ბაღების გაერთიანება მარნეულის საბავშვო ბაღის პერსონალს "ოჯახის სიწმინდის დღეზე" თბილისში წასვლას აიძულებს. ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო მარნეულმა" გაავრცელა. მათი ცნობით, ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს ბაღის თანამშრომელი პირადად დაუკავშირდა და ბაგა-ბაღების გაერთიანების მხრიდან მუქარის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

პედაგოგს ხელფასიდან იმ თანხის ჩამოჭრით დაემუქრნენ, რომელიც რუსული კანონის მხარდასაჭერად "ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისთვის პრემიის სახით აიღო.

"მთავარ არხთან" ინტერვიუში პედაგოგები ადასტურებენ რომ 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაში თანამონაწილეობს მათ 250 ლარიანი პრემია დაურიგეს.

"კი ბატონო, ვაპირებ, ოღონდ, თუ არაფერი შემიშლის ხელს, ვნახოთ. ჩემ ანგარიშზე ჩაირიცხა პრემია და ისევ იქ დევს, ხელი არ მომიკიდა, თუ ვინმემ იმიტომ დარიცხა, რომ მერე უკან არ წაიღოს, არ ვიცი ცოტა მეუცნაურება", - ამბობს პედაგოგი.

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვაც ამბობს, რომ 17 მაისი უქმე დღედ სწორედ საჯარო მოხელეების გამო გამოცხადდა. მისი ინფორმაციითაც, პედაგოგებმა 29 აპრილს აქციაში მონაწილეობისთვის პრემიის სახით 250 ლარი აიღეს.

ჟურნალისტი: - აქციაზე მოდიხართ თუ არა, საბოლოო სიას ვადგენ 

პედაგოგი: - დიახ, დიახ

- რესურს ცენტრმა ყველანაირად უზრუნველყო ხომ ყველაფერი, რომ მოვინიშნო?

- კი, კი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი