ბათუმში, რუსული კანონის მოწინააღმდეგე, გაფიცული სტუდენტებისთვის ღია ცის ქვეშ ლექცია -სემინარი ჩატარდა

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "ევროპისკენ" ორგანიზებით, ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ გაფიცული სტუდენტებისა და აქციის სხვა მონაწილეებისთვის საჯარო დისკუსიები დაიწყო. პირველი ლექცია -სემინარი დღეს, ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

უნივერსიტეტის პროფესორებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებთან საქართველო-ევროპის ურთიერთობასა და კულტურულ კავშირებზე ისაუბრეს. ორგანიზატორთა თქმით, ამგვარი შეხვედრები პერიოდულ ხასიათს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, ლექცია-სემინარებს არ ესწრება და სასწავლო პროცესში ჩართვას რუსული კანონის გაწვევამდე არ აპირებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი