პროტესტი რუსული და ოფშორების კანონის წინააღმდეგ | ფრაიბურგში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში, რუსული და ოფშორების კანონის წინააღმდეგ, ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების, ისინი გმობენ პოლიციელების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და დაჭერას, აგრეთვე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, რასაც ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ. სოლიდარობის მიზნით აქციას უკრაინელებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტები რუსულ კანონს უკვე თითქმის თვე-ნახევარია აპროტესტებენ, ამის მიუხედავად ხელისუფლებამ კანონი მესამე მოსმენით მაინც მიიღო. პროტესტი არ წყდება არც იმ ქვეყნებში, სადაც დიდი რაოდენობით ქართული ემიგრანტები ცხოვრობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი