სამოქალაქო აქტივისტ ლუკა შველიძის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შველიძეს ვარკეთილის ტერიტორიაზე, პოლიციის შენობასთან ახლოს, 4 ნიღბიანი დახვდა. როგორც შველიძე ამბობს, მოგერიების მიზნით მან თავდამსხმელებს წიწაკის სპრეი შეასხა.
"ამ დღეების განმავლობაში იყო მუქარები და ვცდილობდი, რომ მარტო არ მივსულიყავი .ახლა მივედი მარტო და კორპუსის შესასვლელთან, ტაქსიდან გადმოვედი თუ არა, ერთი ადამიანი დამეწია და ხელი მომკიდა, პირველი მკითხა, რომ ლუკა შველიძე შენ ხარო? მას კიდე მეორე ადამიანი და მას კიდევ ორი ადამიანი მოჰყვებოდა და დაიწყეს თუ არა ჩემი რტყმა, წიწაკის სპრეი მქონდა და შევასხი ყველას. ნიღბები ეკეთათ და ტანზეც ძალიან დიდები იყვნენ.
არის სათვალთვალო კამერები კორპუსთან დაყენებული. ახლაც პოლიცია ჩემთან ერთად არის და ვუთხარი, რომ არის სათვალთვალო კამერები დაყენებული და შეუძლიათ, რომ ამოიღონ. რტყმა, რომ დაიწყეს და წიწაკის სპრეი შევასხი იგინებოდნენ. მეზობელმა მითხრა, რომ ეს მანქანა მთელი დღის განმავლობაში გელოდებოდა შენო. საკმაოდ კარგად იციან მისამართები. სავარაუდოდ აქვთ წვდომა ბაზებზე. გადაცემულია მისამართები, სად როდის ვმოძრაობ, სად როდის მივდივარ აბსოლუტურად" - ამბობს ლუკა შველიძე "მთავარ არხთან".
თავდასხმა შველიძეზე ამ საღამოს მოხდა.