დარიშხანი სასმელ წყალში და მავთულხლართები ბოდბეში - მოსახლეობა მონასტრის წინააღმდეგ 

გამოქვეყნდა:

მავთლუხლართები შუაგულ კახეთში ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღოლის, დედა თეოდორას
ბრძანებით გაავლეს.
 მონასტრის გარშემო არსებული ათასობით ჰექტარი დღეს სწორედ მონასტრის საკუთრებაა, რომელსაც დედაოები ამ გზით ადგილობრივი მცხოვრებლებისგან იცავენ. იმათგან, ვისაც მიწები წინაპრებისგან დარჩა. ძველ, გაყვითლებულ ფურცლებზე სწორედ მათი საკუთრების უფლებაა აღბეჭდილი. თუმცა ეუბნებიან, რომ ახალი კანონით მათ ეს უძრავი ქონება აღარ ეკუთვნით. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მიწები ისე გასხვისდა, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს. ტერიტორია 5 მაისს, საყოველთაო კარანტინის დროს შემოღობეს და ბოქლომებიც დაადეს. 

სიღნაღში ბოდბის დედათა მონასტრის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ყველამ იცის. ყვებიან, რომ, როგორც წესი, უძრავ ქონებას კონკრეტულ მონაზვნებზე აფორმებენ, თუმცა ყველაფერი ეს მონასტრის წინამძღოლის იღუმენია თეოდორას საკუთრებაა. საუბრობენ იმაზეც, რა გზით იგდებს მონასტერი ხელში მიწებს და სახლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი