
რუსულ კანონს ისევ აქტიურად აპროტესტებენ მიუნხენში. ქართველი ემიგრანტები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებს. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, შესრულდა საქართველოს ჰიმნიც. ემიგრანტები ივანიშვილისა და რუსული კანონის მიმღები "ოცნების" დეპუტატების დასანქცირებასაც ითხოვენ.