გაფიცული სტუდენტები მზიურთან იკრიბებიან | რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში გაფიცული სტუდენტები მზიურის პარკთან იკრიბებიან სადაც ლექტორებთან ერთად ლექციას ჩაატარებენ. საღამოს დაგეგმილ მთავარ შეკრებამდე, მთელი დღის განმავლობაში რუსთაველისკენ რამდენიმე მსვლელობა მოეწყობა. უწყვეტი პროტესტის 38-ე დღეს, დედაქალაქის მთავარი გამზირი საღამოს 8 საათზე ისევ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების შეკრების მთავარი ადგილი იქნება.  ქვეყნის გარუსების მცდელობის წინააღმდეგ მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ და სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს საბოლოოდ არ გააუქმებს, დედაქალაქი და რეგიონები ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი